თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ პრესის გავრცელება ბორჯომში, ბაკურიანსა და ურეკშიც დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციიდან აცნობეს, ბორჯომში ორგანიზაციის ორი სტენდი-ურიკა, ბაკურიანში – ორი სტენდი–ველოსიპედი და ერთი სტაციონარული სტენდი, ურეკში კი ერთი სტენდი–ველოსიპედი მუშაობს.
თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ საქართველოს საკურორტო ზონებში ჟურნალ–გაზეთების შეტანა აჭარიდან დაიწყო.
დღეისთვის, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში, მახინჯაურში, ჩაქვსა და ხელვაჩაურში პრესის გამავრცელებელი 15 სპეციალური ურიკა და 5 სპეციალური ველოსიპედი მოძრაობს.
