ქართველი მძლეოსანი დავით ილარიანი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე თარჯრბენში ასპარეზობდა, ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
დღეს ოლიმპიადაზე კიდევ ოთხი ქართველი წარსდგება.
თბილისის დროით 16:00 საათზე, ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მანუჩარ ცხადაია და სოსო ჯაბიძე იასპარეზებენ. ცხადაია 66 კგ. წონით კატეგორიაში გამოვა, ხოლო ჯაბიძე - 96 კგ. წონით კატეგორიაში.
მძიმეწონოსანი მძლეოსანი ირაკლი თურმანიძე თბილისის დროით 22:00 საათზე ეცდება წარმატების მოპოვებას, ხოლო სიგრძეზე მხტომელი მაია გოგოლაძე - 22:05 საათზე გამოვა მოედანზე.
