სვანეთში მწვერვალ თეთნულდის მიდამოებში ოთხი რუსი ალპინისტის სამაშველო სამუშაოები დღეს განახლდა.
სამაშველო ოპერაციაში დღეს ვერტმფრენი ჩაერთვება, რომელშიც მაშველთა ჯგუფი და ექიმი იმყოფება. სავარაუდოდ, 14.00 საათისთვის ისინი მწვერვალ ონისაზე დაეშვებიან.
მესტიის აეროპორტში სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
ალპინისტები მწვერვალზე ასვლისას მოულოდნელად ფერდიდან მოწყდნენ და მიუვალ ადგილას ჩავარდნენ. მთამსვლელებმა კავშირის გაწყვეტამდე მეგობართან დაკავშირება შეძლეს, რომელმაც მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურს შეატყობინა.
რუსი მთამსვლელები უკვე მეოთხე დღეა თეთნულდის ფერდობზე 3 700 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებიან. სავარაუდოდ, ისინი ქვის ცვენაში მოყვნენ.
ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს, 25 წლის ვლადიმერ სმირნოვს ფეხი აქვს მოტეხილი.
სამაშველო სამუშაოები უამინდობის იყო გართულებული. ამავე მიზეზით, სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვაც ვერ ხერხდებოდა.
