რესპუბლიკის მოედანზე, ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი მერიის მიერ ტაქსებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ
და აცხადებენ, რომ მათ ფინანსური სახსრები არ აქვთ, რომ ავტომობილები გადაღებონ.
ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ ავტომობილები ლიზინგით აქვთ გამოყვანილი, ხოლო მფლობელები მანქანების გადაღებვის უფლებას არ აძლევენ.
აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია.
