ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მზადაა, პასუხი
გასცეს თითოეულ კითხვას, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ბავშვის უფლებათა კოდექსის მიმართ გაუჩნდებათ.
"კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ.
სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით.
კონფესიებს შეეძლებათ ჩაერთონ პრობლემურ შემთხვევებში, როდესაც ამას ოჯახის წევრი ითხოვს
და მე მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული?
საზოგადოების წევრების უმეტესობას არ აქვს წაკითხული ეს კოდექსი, მათ არც მოეთხოვებათ ეს და არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, არასწორი შთაბეჭდილება დარჩათ. ვთავაზობ თითოეულ ადამიანს, ვისაც ინტერესი აქვს ონლაინ პირდაპირ ჩართვას ფეისბუქზე, კონკრეტული კითხვები დასვან და მიიღებენ კონკრეტულ პასუხებს", - განაცხადა სოფო კილაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის წარდგენისას.
