გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
13:39 26.03.2019
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ წუთებში ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.

შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ბეჭდვა