სოციალური მუშაკები თავიანთი მოთხოვნების შესრულების მიზნით გაფიცვას კვლავ განაგრძობენ. მთვარობის
კანცელარიასთან აქციები დღეს 15:00 საათიდან განახლდება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც, რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა მთავრობის ადმინისტრაციასთან 25 მარტს დაიწყეს.
