ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭების მიზნით დღეს ცესკოში წილისყრა გაიმართება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, წილისყრაში მონაწილეობას არ მიღებენ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ხმათა რაოდენობით პირველი, მეორე და მესამე შედეგი აჩვენეს.
მათ შესაბამისი განაცხადის საფუძველზე უფლება აქვთ დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგითი ნომერი ან შედეგების მიხევით, აირჩიონ შესაბამისად პირველი, მეორე და მესამე ნომერი.
წილისყრაში პარტიები მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო რეგისტრაციის ან რეგისტრაციის შესახებ განაცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.
წილისყრის გარდა, ცესკო ფინანსთა სამინისტროსგან არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას მიიღებს.
წინასწარი ინფორმაციით, ცესკოს სხდომა 18.00 საათზე გაიმართება.
