როგორი ამინდი იქნება საქართველოს რეგიონებში - სინოპტიკოსების პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება საქართველოს რეგიონებში - სინოპტიკოსების პროგნოზი
09:45 25.03.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში ​ღამით ​ნალექია მოსალოდნელი, ზოგან წვიმის , ზოგან კი თოვლის სახით. დღისით უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ღამით ტემპერატურა +5, დღისით კი +13 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც.

თბილისში მცირე წვიმა იქნება და ჩრდილო დასავლეთის ქარი იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, დღისით +8 გრადუსი.

26-27 მარტს შედარებით უკეთესი ამინდი იქნება საქართველოში. აღმოსავლეთში ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთში კი გამოიდარებს. დასავლეთში ტემპერატურა +17-მდე გაიზრდება.

აღმოსავლეთში ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ტემპერატურა +16 გრადუსამდე გაიზრდება. ქარის გაძლიერებას სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 მარტიდან ელოდებიან“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ბეჭდვა