გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
21:26 24.03.2019
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

კერძოდ, დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.

საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

ბეჭდვა