ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა იწყება
ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა იწყება
16:09 24.03.2019
ხვალ, 25 მარტს, 08:30 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა იწყება. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვე-ნახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

გაფიცვის ადგილები:

  • თბილისი: საქართველოს მთავრობის კანცელარია, ინგოროყვას ქუჩა 7, გაფიცვა დაიწყება 08:30 საათზე; საკონტაქტო პირი: ქეთი ხუციშვილი, ტელ: 595 485 070; ქ. თბილისში 19:00 საათზე გაფიცვის პარალელურად საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილია სოციალური მუშაკების მხარდამჭერი აქცია.
  • ბათუმი: ნინოშვილის ქუჩა 35, გაფიცვა დაიწყება 10:00 საათზე; საკონტაქტო პირი: ინგა დავითაძე, ტელ: 591 919206
  • ქუთაისი: ჩეჩელაშვილის ქ. 26; გაფიცვა დაიწყება 10:00 საათზე; საკონტაქტო პირი: ნათია წივწივაძე, ტელ: 591 919315

  • თელავი: ერეკლეს მოედანი, გაფიცვა დაიწყება 11 საათზე; საკონტაქტო პირი ნინო ელიოზიშვილი, ტელ: 591 919152


ბეჭდვა