ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულშია, სიმართლეს არ შეესაბამება
ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულშია, სიმართლეს არ შეესაბამება
14:42 24.03.2019
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს საუკეთესო ხუთეულშია.

როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფეისბუქ გვერდზე წერენ, ეს ინფორმაცია სიმართეს არ შეესაბამება.

"სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თითქოს, გამოიკვეთა საუკეთესო ხუთეული. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და გლობალურ ჯილდოს ასეთი ფორმატი (ხუთეული) საერთოდ არ გააჩნია.
უახლესი და ამომწურავი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენს გვერდს.
კიდევ ერთხელ, დაჯილდოება იწყება 18:00 საათზე და მაქსიმალურად მოკლე დროში გაცნობებთ ყველაფერს", - წერენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს facebook-ის გვერდზე.
ბეჭდვა