ლაშხი ფინალში გავიდა, გეგეშიძე კი, ნახევარფინალში დამარცხდა
ლაშხი ფინალში გავიდა, გეგეშიძე კი, ნახევარფინალში დამარცხდა
19:04 06.08.2012
ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე რევაზ ლაშხი ფინალში იჭიდავებს.
60 კილოგრამით წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშხმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს სძლია.
ფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე ირანელი მოჭიდავე იქნება.
რაც შეეხება 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში მოასპარეზე ვლადიმერ გეგეშიძეს, მან ნახევარფინალი რუს სპორტსმენთან ჭიდაობისას დათმო.



ბეჭდვა