მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ქრობის დროს ზარდახშაში შენახული დიდი ოდენობით თანხა იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ქრობის დროს ზარდახშაში შენახული დიდი ოდენობით თანხა იპოვეს
15:09 22.03.2019
საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველებმა, აღნიშნულის შესახებ, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს. აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.

ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ბეჭდვა