საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 250 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობს 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
