სოფიო ქაცარავა დან პეტრეს შეხვდა
სოფიო ქაცარავა დან პეტრეს შეხვდა
13:42 22.03.2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, რუმინეთის დიპლომატიური აკადემიის რექტორს, დან პეტრეს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

მხარეებმა ისაუბრეს დიპლომატიური აკადემიის საქმიანობასა და კვლევებისა და ანალიტიკური მიმართულებებით აკადემიასთან თანამშრომლობის სიკეთეებზე. შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

"მსგავსი შეხვედრები და ვიზიტები უფრო მჭიდრო თანამშრომლობის წინაპირობაა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის კვლევითი ინსტიტუტების ჩამოყალიბება", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი - თინათინ ბრეგვაძე.
ბეჭდვა