შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
13:11 22.03.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ღია კარის დღეები უკვე გაიმართა გორში, ახალციხესა და ახალქალაქში.

შეხვედრებზე აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ცენტრის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ინსტრუქციებსა და გამოცდის პროცედურებს დეტალურად აცნობენ.

2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმეეტაპიანი იქნება.

პირველი, ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია "ცნობარში აბიტურიენტებისათვის".

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა სპეციალური კალენდარი, რომელზეც დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია რეგისტრაცის ვადებისა და გამოცდასთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. კალენდრები სკოლებსა და რესურსცენტრებს დაურიგდებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გეგმავს.

ბეჭდვა