აქციაში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში შემავალი ა(ა)იპ-ებისა და ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა.
"აჩუქე სიცოცხლე გახდი დონორი'' ფარგლებში სისხლის ჩაბარება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უანგარო დონაციაში მონაწილეობის მიზანია საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აქცია ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მათ, რომელებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს:
- სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 65 წლამდე;
- დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი;
- ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი);
- არ უნდა იღებდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი);
- არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის განმავლობაში.
სისხლის ჩაბარების აქცია მუდმივად იმართება როგორც თბილისში, ისე - საქართველოს ყველა რეგიონში.
