ირლანდიაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საელჩომ ქართული კუთხე მოაწყო
ირლანდიაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საელჩომ ქართული კუთხე მოაწყო
09:56 22.03.2019
ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, როგორც კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე“ ერთ -ერთმა თანაორგანიზატორმა მონაწილეობა მიიღო დუბლინში მდებარე კინოთეატრში „Light House Cinema” გამართულ ღონისძიებაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს საელჩომ საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის მოაწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და მრავალფეროვანი თემატური საინფორმაციო მასალა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალისა და ქართული ენის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიაში საქართველოს საელჩო, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ფრანკოფონიის ფარგლებში გამართული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში უკვე მეხუთე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, ირლანდიაში „ფრანკოფონიის თვე“ 1 მარტიდან 14 აპრილამდე იმართება, მისი პროგრამა მრავალფეროვანია და რიგ კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ბეჭდვა