Europeana-ზე ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია პირველად განთავსდა
Europeana-ზე ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია პირველად განთავსდა
18:12 21.03.2019
ევროკავშირის უმსხვილესი ინსტიტუციის Europeana-ს პორტალზე ქართული ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციიდან პირველად განთავსდა.

კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილეს დიგიტალურ პლატფორმას, რომელშიც მთელი ევროპის მასშტაბით 3 ათასი ინსტიტუციაა გაწევრიანებული, საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს.

ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის Europeana-ს ციფრულ ბიბლიოთეკაში 58 მილიონზე მეტი არტეფაქტია აღრიცხული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ Europeana-სთან მოლაპარაკება 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო.

ინსტიტუცია მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს.
ბეჭდვა