დიდუბის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 დიდუბის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
17:05 21.03.2019
დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, სამი ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა:

✔️ თევდორე მღვდლის ქუჩა N48
✔️ მირცხულავას ქუჩა N10
✔️ აკაკი წერეთლის გამზირი N99ა

აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს.

პროექტების საერთო ღირებულება 50 000 ლარია.

მიმდინარე წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობა დამატებით 15 ამორტიზებული ლიფტის განახლება-შეცვლას გეგმას.
ბეჭდვა