საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კონფერენცია გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კონფერენცია გაიმართა
17:02 21.03.2019
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა 2020 წლის შემდგომ - ადამიანური კაპიტალის განვითრების პერსპექტივები".

კონფერენცია განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით.

"კონფერენცია ეძღვნება ჩვენს დაახლოების პერსპექტივებს ევროკავშირთან. კონფერენციაზე ხდება გამოცდილების გაზიარება ქვეყნებთან როგორებიცაა საბერძნეთი და რუმინეთი, რადგან მათ ეს გზა უკვე გავლილი აქვთ. გვიზიარებენ მათ გამოცდილებას ჩვენი კოლეგები, შავი ზღვის კვლევის ცენტრი ათენში და რუმინეთის კვლევის ცენტრი ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან და შეუძლიათ საკმაოდ ფასეული ინფორმაცია, გამოცდილება გაგვიზიარონ, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს ცოდნა და ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ უფრო საფუძვლიანი იყოს. ესეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენს კიდევ უფრო დაახლოებას", - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა ღონისძიების შეფასებისას.

ღონისძიება მიზნად ისახავდა გამოევლინა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ პერიოდში, გრძელვადიანი მრავალმხრივი ზრდის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანური კაპიტალის განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს, როგორიცაა პროფესორთა/მკვლევართა მობილობა, დაფინანსების მექანიზმები და კვლევების, ინოვაციებისა და განვითარების სტიმულირება.


ბეჭდვა