საია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეფორმების დაწყებას მხარს უჭერს
საია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეფორმების დაწყებას მხარს უჭერს
16:28 21.03.2019
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეფორმების დაწყებას მხარს უჭერს,- ამის სესახებ ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სახელმწიფოს ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია სოციალურ მუშაობას, რომელიც გულისხმობს სამიზნე ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათთვის არსებული სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და სერვისების სათანადოდ მიწოდებას.

სამწუხარო რეალობაა, რომ წლებია, სოციალური დაცვის დაცვის მიმართულებით რეალური რეფორმები არ განხორციელებულა, შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა, დიდი ხნის მანძილზე, პრობლემად რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

საია უერთდება სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იქნებიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, პროფესიული თემი, სფეროს ექსპერტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში;

- გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის მანდატი, სოციალური მუშაკების როლი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში და შესაბამისად განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობები, შემუშავდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო ინსტრუმენტები, მეთოდები და მომსახურებები;

- მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული გაძლიერების/მხარდაჭერისა და სუპერვიზიის გამართული მექანიზმებით;

- გაიმართოს ბავშვებთან მომუშავე უწყებების კოორდინაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაციის, რეაგირებისა და მონიტორინგის პროცესში;

- დაუყოვნებლივ გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა, განისაზღვროს მათი სამუშაო დატვირთვა და გაუმჯობესდეს მათი სამუშაო გარემო და პირობები.
ბეჭდვა