"თამარ კინწურაშვილის, საზმაუს ხელმძღვანელობის დროს არ იყო, რომ "მოამბემ", ნაცმოს მაშინდელმა რუპორმა,
ნატოს გენმდივნის სხეფერის განცხადება უხეშად დაამახინჯა 7 ნოემბრის დარბევების შესახებ?", - ასე ეხმიანება გია აბაშიძე "მედიის განვითარების ფონდის" კვლევას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური გადაცემის შინაარს ეხება.
"რა პარადოქსულ, ოქსიმორონულ რეალობაში გვიწევს ყოფნა - "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] "კვლევა" აცხადებს, რომ საზმაუს ანალიტიკური გადაცემა „42 პარალელი“ „დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით“ გამოირჩევა.
მოკლე და შერჩევითი მეხსიერება იქეთ იყოს. ამ MDF-ის უფროსის, თამარ კინწურაშვილის, საზმაუს ხელმძღვანელობის დროს არ იყო, რომ "მოამბემ", ნაცმოს მაშინდელმა რუპორმა, ნატოს გენმდივნის სხეფერის განცხადებაც კი უხეშად დაამახინჯა 2007 წ. 7 ნოემბრის დარბევების შესახებ?.. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ მრავლსტანდარტიანების "ბიოგრაფიებიდან"?..
და საშინაო მოხმარების ყალბი ამბების გადაჭარბებულ ტირაჟირებას რომ არ იმჩნევენ, ეგ როგორაა "აბორიგენ" ე.წ. "ფაქტჩეკერებში"?.", - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
