თბილისის მერიის მხარდაჭერით, 21, 22 და 23 ივნისს Lისი ჭონდერლანდ-ში Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი გაიმართება.
საიუბილეო ფესტივალის პროგრამა ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დღეს, მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრ "ფაბრიკაში" გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს.
ღონისძიებაში საერთო ჯამში 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
"დედაქალაქში მსოფლიო დონისა და მასშტაბის მუსიკალური ფესტივალი უკვე ათი წელია იმართება, რომელიც მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას, ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებსა და, რაც მთავარია, იმ განწყობას სთავაზობს, რომელიც წლიდან წლამდე Tbilisi Open Air-ს ახლავს თან. წლების განმავლობაში არაერთი ვარსკვლავის ცოცხალ შესრულებას მოვუსმინეთ და არც წლევანდელი ფესტივალი იქნება გამონაკლისი, რაც დიდი საჩუქარია, როგორც ქართველი მსმენელისთვის, ასევე იმ უცხოელებისთვის, რომლებიც თბილისში სპეციალურად ფესტივალის დღეებში ჩამოდიან", - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ.
ფესტივალზე ოთხი სცენა იმუშავებს.
ფესტივალი ქალაქ თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
Tbilisi Open Air-ის მეგობარი კომპანიები არიან: TBC, Icy, Pepsi, "ნაბეღლავი", Magti, Mastercard და Socar. ოფიციალური მზღვეველია - GPI.
