თბილისში ახალი საგამოფენო ცენტრი გაიხსნა.
რესტავრაცია რუსთაველის 27-ში მდებარე ძველ ისტორიულ შენობას ჩაუტარდა, რომელშიც 19 საუკუნის ბოლოსა და 20 საუკუნის დასაწყისში კადეტთა კორპუსი იყო განთავსებული.
საგამოფენო ცენტრი ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის ინიციატივითა და ინვესტიციით მოეწყო. გახსნასთან დაკავშირებით ზურაბ წერეთლის ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.
ახლადგახსნის ცენტრს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა ეწვივნენ.
სააკაშვილის განცხადებით, ყველა ქართველის საბოლოო ნავსაყუდელი მათი სამშობლოა.
"ყველა ქართველს, რომლებიც რუსეთში და სხვა ქვეყანაში არიან, მოვუწოდებ დაბრუნდნენ და იმუშაონ საქართველოში. ეს ეხება არა მხოლოდ ხელოვნების მუშაკებს, არამედ ყველა სპეციალისტს," - განაცხადა პრეზიდენტმა.
