ძლიერი ქარის შედეგები თბილისში: დაზიანებულია 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი
ძლიერი ქარის შედეგები თბილისში: დაზიანებულია 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი
13:12 18.03.2019
ძლიერი ქარის გამო, გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 68 შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"ძლიერი ქარის გამო, 2019 წლის 17 მარტის 15:00 საათიდან 18 მარტის 09:00-საათამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თბილისის მასშტაბით, შემოსულია 68 შეტყობინება. ქარის გამო დაზიანდა: 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბეჭდვა