ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველების ოჯახებს მიუსამძიმრა
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველების ოჯახებს მიუსამძიმრა
11:21 16.03.2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ბეჭდვა