მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
10:16 06.08.2012
სინოპტიკოსები, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელი არამდგრადი ამინდების შესახებ აკეთებენ პროგნოზს.

როგორც „ნიუსპრესს“ ამინდის პროგნოზისა და მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 29-30 გრადუსამდე დაიწევს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 34 გრადუსზე დაფიქსირდება. ამავე დროს, კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

ბეჭდვა