დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10:00-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10:00-დან 16:00 საათამდე შატბერაშვილის, მარაბდის, ჟვანიას და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, ლიბანის ქუჩას შეუწყდება.
ქვესადგურში „მუხიანი“ სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია თემქის III მიკრორაიონს, თემქის III და V კვარტლებს და რომელაშვილის ქუჩას შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, ფაღავას, ალიხანიანის და მიმდებარე ქუჩებს, დაბა ტაბახმელას, გორგასლის შესახვევის, ფურცელაძის, ათონელის, ორბელიანის, მტკვრის, ტელეგრაფის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ბაბუციძის, ოცხერის, ქინძმარაულის, ნაკადულის და მიმდებარე ქუჩებს, მოსკოვის გამზირის ნაწილს და ვარკეთილის მასივის IX კვარტალს გაეთიშება.
ამავე საათებში ენერგომომარაგება პეკინის გამზირის ნაწილს, გამსახურდიას შესახვევის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ენგურის, გამრეკელის, დოლიძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შუქი 11:00-დან 16:00 საათამდე ლუბლიანას ქუჩას არ მიეწოდება.
