თსუ-ში ქართულ-გერმანული სემინარი გაიმართება
თსუ-ში ქართულ-გერმანული სემინარი გაიმართება
09:05 06.08.2012

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს „ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი

 ფუნდამენტურ მეცნიერებებში“ გაიმართება.

ღონისძიება თსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და იულიხის კვლევათა ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ეწყობა.

„ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“ მეხუთედ იმართება და მას საფუძველი 2004 წელს თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და გერმანიის ქალაქ იულიხის კვლევათა ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა.

2010 წელს იულიხის კვლევათა ცენტრსა და თსუ-სა და სტუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ქართულ-გერმანული თანამშრომლობა გაფართოვდა და ფიზიკის გარდა საინჟინრო, ასევე, საბუნებისმეტყველო დარგებიც მოიცვა.

სკოლა-სემინარი ყოველ მეორე წელს ტარდება. წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული ფორმატით ჩატარდება.

თსუ სკოლა-სემინარს 6-7 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო 9-10 აგვისტოს ღონისძიება სტუ-ში გაგრძელდება.

13-17 აგვისტოს კი, სემინარი „საზაფხულო სკოლის“ სახით, ბათუმში გადაინაცვლებს და მისი მასპინძელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.

ბეჭდვა