თბილისში არსებული საჯარო ბაგა-ბაღების 180 დირექტორი და 200 საქმის მწარმოებელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლიან.
ტრენინგები დირექტორებს ფინანსების მართვისა და მენეჯმენტის, ხოლო საქმის მწარმოებლებს ბუღალტრული მიმართულებით ჩაუტარდებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მიიღო.
ტრენინგების მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და ორგანიზაციის ქონებისა და ფინანსური სახსრების ეფექტური მართვა.
დირექტორებისა და საქმის მწარმოებლებისთვის ტრენინგებს თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს განახორციელებს.
