გორში, გორის წისქვილკომბინატ "კარმენითან", პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი,
სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. საუბარი შეეხება თანამშრომლების გაფიცვას, რომლის თავდაპირველი მოთხოვნაც ხელფასების მომატება იყო, დღეს კი აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი მოთხოვნა წამოაყენეს: დირექტორის გადადგომა და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თანამშრომელთა კანონიერი გაფიცვა დაიწყო, 14 მარტს, წისქვილკომბინატ "კარმენის“ დირექტორმა გაათავისუფლა 8 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანს სასტიკი საყვედური გამოუცხადა. წისქვილკომბინატ "კარმენის" თანამშრომლების განცხადებით, უკვე შვიდი წელია ხელფასის მომატებას უშედეგოდ ითხოვენ. მოლაპარაკების პროცესში მშრომელებთან ერთად ჩართულია პროფკავშირების თავმჯდომარე.
ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას 16:30 საათზე გააკეთებს.
