სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ
13:40 15.03.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით, 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი).

„დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.~", - ნათქვამია სააგენტოს ინფრომაციაში.
ბეჭდვა