პარლამენტში სასწავლი ცენტრის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში სასწავლი ცენტრის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
17:49 14.03.2019
საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრის განვითარების კუთხით ჩვენ ახალ ფურცელს ვშლით საქართველოს პარლამენტის ისტორიაში და ვიწყებთ იმ პროგრესისკენ მსვლელობას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის მთელი აპარატი და კონკრეტულად სასწავლო ცენტრი პარტნიორ, დონორ და მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობდა და ემზადებოდა
სწორედ ამ დღისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ განაცხადა სასწავლი ცენტრის განვითარების სტრატეგიის (2019-2024) და სამოქმედო გეგმის(2019-2020) პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობა მდგრად მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის შემდგომი გაძლიერების კუთხით. როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა სასწავლო ცენტრი თავისი ფუნქციებით და საქმიანობით ახალ მასშტაბებზე გადასულიყო.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ მიმართა.

სასწავლი ცენტრის ორწლიან სამოქმედო გეგმაში კვარტალურად არის გაწერილი ცალკეული სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებები, ვადები, აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ღონისძიებების წარმატებით ჩატარების ინდიკატორები.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლორა თორტონმა და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ ალექსანდრა ქოულიმ შიდა ტრენერთა განვითარების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
ბეჭდვა