ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
14:36 14.03.2019
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გაიმარჯვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვახტანგ ნოღაიდელმა, ნაშრომით - "ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ასპექტები".

იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ, გამარჯვებულ სტუდენტსა და კონკურსში მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აღნიშნული კონკურსი გასული წლის ბოლოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას.

ბეჭდვა