გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეების გაფრთხილება დაიწყო.
თვითნებურად ჩადგმული ობიექტების დემონტაჟი 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მოახდენენ მათ დაშლასა და გატანას.
