ქართველმა მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მორიგი შეხვედრა მოიგო.
74 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელი მოჭიდავე ბენჯამინ პროვისორი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
ზურაბ დათუნაშვილმა პირველი შეხვედრაში სამხრეთკორეელი ჯინ-ჰიეოკ კიმი დაამარცხა.
მომდევნო, მეოთხედფინალურ შეხვედრას დათუნაშვილი აზერბაიჯანელ სპორტსმენთან გამართავს.
