ქართველმა მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრა მოიგო.
74 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა სამხრეთკორეელი ჯინ-ჰიეოკ კიმი დაამარცხა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა დათუნაშვილმა პირველ პერიოდში 5-0, მეორეში კი 2:0 მოიგო.
დათუნაშვილის მომდევნო მეტოქე კუბელ ალექსეი ბელისა და ამერიკელ ბენჯამინ პროვისორს შორის გამარჯვებული იქნება.
