13 მარტს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ციფრული გიდის პრეზენტაცია გაიმართება
13 მარტს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ციფრული გიდის პრეზენტაცია გაიმართება
16:47 12.03.2019
13 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება ციფრული გიდის პრეზენტაცია.

ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს ციფრულ გიდს ქართულ და ინგლისურ ენებზე. აპლიკაციის ფუნქციაა მომხმარებელს მიაწოდოს აუდიო თუ ტექსტური ინფორმაცია ეთნოგრაფიული მუზეუმისა და იქ არსებული ეთნოგრაფიული სახლების შესახებ.

აპლიკაცია გამორჩეულია იმითაც, რომ საინფორმაციო ტექსტს ახლავს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ "რუსთავის" შესრულებით.

ბეჭდვა