ილია მეორემ ტაძარში მოქცევის წესებზე იქადაგა
ილია მეორემ ტაძარში მოქცევის წესებზე იქადაგა
13:18 05.08.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში მოქცევის წესებზე იქადაგა.
პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ დღეს ეკლესიაში ბევრი ახალგაზრდა დადის, რომლებმაც უფლის სახლში მოქცევა უნდა იცოდნენ.
„სტუმრები რომლების უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან ხშირად კითხულობენ, თუ რატომაა ქართული ტაძრები სავსე ახალგაზრდებით, რა საიდუმლოება არსებობს, რომ ეს ხალხი ტაძარში მოვიდა. ჩვენ არავითარი საიდუმლოება არ გვაქვს. თქვენ ღვთის განგებით და ღვთის ნებით მოხვედით, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ ღვთის სახლში რა უნდა ვაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ“ - მიმართა ახალგაზრდებს უწმინდესმა.
პატრიარქმა დღესვე რამდენიმე სასულიერო პირი დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილოდვა და რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.



ბეჭდვა