დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსში განხორციელდა.
ბაგრატიონის ქუჩის N69, 71, 73-ში, ასევე გორის ქუჩის N23-ში საერთო სარგებლობის ჭიშკრისა და სადარბაზოების კარების შეკეთება დასრულდა.
სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა განახორციელეს. მათი საერთო ღირებულება 32 023 ლარს შეადგენს.
