ორთაჭალაში მდებარე გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შენობის ერთ-ერთ სართულზე ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობის აივანზე ხის მასალა და პლასტმასი იწვის.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამშველო მანქანა.
"მაღალი დაკვამლიანების გამო შენობიდან უკვე გამოვიდნენ თანამშრომლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია.
