პატრიარქი ერს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
პატრიარქი ერს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
12:54 05.08.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

როგორც დღეს სამების საკთადრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა აღნიშნა, ახლა ისეთი დროა როცა დიდი და პატარა პოლიტიკაზე მსჯელობს და პოლიტიზებულია.

პატრიარქის თქმით, ეს ყველაფერი ერმა უნდა მიანდოს უფალს, თვითონ კი სულზე, სასუფეველსა და საკუთარ ოჯახზე იფიქროს.

„მინდა გთხოვოთ ყველას, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ყველაფერი ღვთის ნებას მივანდოთ. ღმერთს, როგორც უნდა ისე იქნება. ვიფიქროთ სულზე, სასუფეველზე, ჩვენს ოჯახებზე და შვილებზე რათა ჩვენი სულიერი და მატერიალური შრომით ვცხონდეთ“ - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა დღესვე რამდენიმე სასულიერო პირი დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილოდვა და რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.

ბეჭდვა