გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიჩნევს რომ კახეთში მომხდარ სტიქიას ხელისუფლება პიარის ნაწილად იყენებს
გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიჩნევს რომ კახეთში მომხდარ სტიქიას ხელისუფლება პიარის ნაწილად იყენებს
12:38 05.08.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიჩნევს,  რომ ხელისუფლება კახეთში მომხდარი სტიქიას, პიარის ნაწილად იყენებს.
კითხვაზე - „ მიგაჩნიათ თუ არა, რომ კახეთში მომხდარ სტიქიას ხელისუფლება პიარის ნაწილად იყენებს“, მონაწილეთა 60 %-მა დადებითი პასუხი, 35,6 %-მა კი უარყოფითი პასუხი გასცა.
ამასთან კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 4,4%-ს გაუჭირდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი გამოკითხვის თემა იქნება „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების რისკი გაიზრდება? “

ბეჭდვა