ვახუშტის ხიდზე ხვალ მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
ვახუშტის ხიდზე ხვალ მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
14:38 09.03.2019
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები შეიცვლება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
ბეჭდვა