ლანჩხუთის მერმა ქალთა საერთაშორისო დღე „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებს მიულოცა
ლანჩხუთის მერმა ქალთა საერთაშორისო დღე „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებს მიულოცა
16:48 08.03.2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, ქალთა საერთაშორისო დღე დღეს „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ქალბატონებს მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის მშვენიერი დღესასწაულები. თქვენი ცხოვრება მაგალითია თითოეული ჩვენთაგანისთვის - თავგანწირვის, ბრძოლის, სიცოცხლის სიყვარულის. მინდა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

სპეციალურად ამ დღისთვის ლანჩხუთში სტუმრად იმოფება ონკოლოგ-მამოლოგი მაკა ეგუტიძე.

„ძალიან დიდი მადლობა ამ სითბოსა და სიყვარულისთვის. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის და ყველა იმ ქალბატონისთვის, რომლებიც დღეს ჩემთან ერთად არიან“- აღნიშნა „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღანელმა მზია კვირკველიამ.

ბეჭდვა