მოსწავლეები ეკო-საგანმანათლებლო flash თამაშს გაეცვნენ
მოსწავლეები ეკო-საგანმანათლებლო flash თამაშს გაეცვნენ
16:42 29.02.2012
თბილისის #1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით თემაზე საქართველოში პირველ კომპიუტერულ flash თამაშს - "ამოუცნობი მწვანე სამყარო" გაეცვნენ.
მოსწავლეებს დღეს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე შეხვდნენ.
"ეს თამაში საშუალებას გვაძლევს, რომ ბავშვებმა ინტერაქტიულად მიიღონ ინფორმაცია ეროვნული პარკების შესახებ, უფრო მეტი სურვილი გაუჩნდეთ გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ეკო-საგანმანათლებლო flash თამაში გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა.

ბეჭდვა