დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
18:30 03.03.2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ურიდიას, ქებურიას, სტურუას, ასათიანის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე კი კოსტავას, ოჟიოს, 26 მაისის და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის(ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძისგამზირის(ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე რობაქიძისგამზირის(ნაწილობრივ) დადიღმის მასივის III კვარტლის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.

ბეჭდვა