დედის დღესთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონში შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა
დედის დღესთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონში შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა
18:23 03.03.2019
ნაძალადევის რაიონში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისა და აღსაზრდელების მშობლების მონაწილეობით, „არტ-ჰოლში“ დედის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

საკონცერტო საღამო ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. საბავშვო ბაღების ღვაწლმოსილ პედაგოგებს გამგეობისგან საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდნენ. გამგებელმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალბატონებს 3 და 8 მარტის დღესასწაულები მიულოცეს.

„ქალბატონებს მივულოცეთ მარტის დღესასწაულები. ბაღებისთანამშრომლების მონაწილეობით, საინტერესო კონცერტი გამოვიდა. ძალიან დასაფასებელია მათი საქმიანობა, რისთვისაცბაღების თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი დაყოველივე საუკეთესოსვუსურვებ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დედის დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთი კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეებმა დედები სხვადასხვა ტიპის მხატვრული ნამუშევრებით დაასაჩუქრეს.






ბეჭდვა